2015-02-17 09:39:46, 844 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი პუტინის ვიზიტს საპროტესტო აქციებით ხვდება
უნგრეთი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აქციებით ხვდება.
ბუდაპეშტის ცენტრში ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან მჭიდრო კავშირის გასაპროტესტებლად გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ვლადიმერ პუტინი დღეს ჩადის. ის უნგრეთის პრემიერ-მინისტს ვიქტორ ორბანს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, მხარეები ენერგო სექტორში თანამშრომლობას განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან