14:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 12:28:02, 441 ნახვა

საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა, ასევე უფლებადამცველებმა სოსო რობაქიძემ, ირაკლი კაკაბაძემ და მელორ ვაჩნაძემ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან პრეტენზიები ჰქონდათ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დღეს დილით, საქალაქო სასამართლოში „ზონდერები“ შეუშვეს, რათა შემდეგ დაზარალებული მხარის წარმომადგენლები ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესს ვერ დასწრებოდნენ.

აქციას, ასევე, იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილიც შეუერთდა, რომელმაც სასამართლო პროცესზე არ შეშვება გააპროტესტა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები გადაცემა „არჩევანში“ მიწვეული სტუმრის განცხადებების გაშვებას აპროტესტებდნენ.

როგოც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კოტე ინაშვილმა განაცხადა, არავის აქვს უფლება გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილს რაიმე დააბრალოს, მითუმეტეს, ნარკოტიკების გაყიდვა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ გადაცემა „არჩევნას“, სადაც მიწვეული იყო ვინმე გაბუნია, რომელმაც საზიზღრობები ისაუბრა გარდაცვლილ ადამიანზე, კერძოდ იური ვაზაგაშვილზე. ზოგადად ნათქვამია, რომ გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს და იმ განცხადებებით, რაც მოქალაქე ლევან გაბუნიამ გააკეთა, შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილს და მის ოჯახს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საერთოდ აიკრაძლოს „რუსთავი 2“, - განაცხადა კოტე ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics