20:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 12:25:00, 354 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის ადვოკატები მივიდნენ

კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში 6  ყოფილი სამართალდამცავი იმყოფება. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია რა სტატუსით არიან ისინი საგამოძიებო უწყებაში.
მთავარ პროკურატურაში მივიდნენ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კახა ნაკანისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას  ადვოკატები  კახა შონია და დავით ხაჟალია, რომელმაც განაცხადა, რომ  ნაკანი სამართალდამცველებმა საკუთრი სახლიდან დაახლოებით, დილის 9 საათზე წაიყვანეს, ხოლო  ირაკლი ფირცხალავა მაშინ, როცა სამართალდამცველები მივიდნენ, სახლში  არ იმყოფებოდა, თუმცა  საკუთარი ნებით  დაბრუნდა და პოლიციას გაყვა.
"დახლოებით, დილის 9 საათზე მიაკითხეს ნაკანის ოთახში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სახლიდან წამოიყვანეს. ფირცხალავა სახლში არ იმყოფებოდა.   დამირეკა დაახლოებით, 10 წუთით ადრე და მითხრა,  რომ ოფისში იქნებოდა, თუმცა ასევე,  10 წუთში დამირეკა და მითხრა, რომ მასთან სახლში მისულან და ბრუნდება სახლში,  რომ გაყვეს.აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული აყვანის სპეცოპერაცია აქ არამგონია რომ ყოფილიყო და ვერც იქნებოდა ბუნებრივად იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ფეხით მივიდა სახლში და გაყვა მას. ამის შესახებ აცხადებდა კიდეც იგი პრესკონფერენციაზე, რომ არც დამალვას აპირებს",-განაცხადა დავით ხაჟალიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics