14:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 15:23:12, 631 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირების პროგრამა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსი სტუდენტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პროცესს, ბიუროს სტრუქტურას, ამოცანებსა და ინფრასტრუქტურას ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოებშიც.

დღეს ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა, ახალგაზრდებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდა კადრების მოზიდვა წარმოადგენს. სტაჟირება საქართველოს მთავრობის „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილების თანახმად ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics