21:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 11:04:23, 6414 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარეობას ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება განაპირობებს.

„რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს სამი მძიმე პაციენტი, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი ამ ორი შემოსული პაციენტიდან, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და თანარსებული დაავადება წინადეფიციტური ანემიის სახით. ამ პირთან გუშინდელის შემდეგ, მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა და სიტუაცია სტაბილურია.

დანარჩენ სამ პაციენტს რაც შეეხება, ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიებთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, გადაილახა სიმძიმის პერიოდი და გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა, აქვს თანარსებული დაავდება, გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მასთან კვლავ მძიმე მდგომარეობა რჩება, მაგრამ მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა.მესამე მძიმე ავადმყოფი არის თანარსებული დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, მასთან დაავადება მინიმალურია, მაგრამ მაინც პროგრესირებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics