03:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 18:27:48, 4997 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა, თუმცა მას აღენიშნა სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა.

„რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკურ მგომარეობაში გვყავდა 62 წლის ქალბატონი, ასევე 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. სუნთქვის უკმარისობის გამო გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, 10 პაციენტი ინტენსიური მეთვალყუეობის ქვეშ არის“, - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics