2019-10-03 11:22:11, 24680 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფიჯელებმა ლელოს დადებით მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში ფიჯელებმა 6 ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შეძლეს, 55-ე წუთზე მამუკა გორგოძის ლელო სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა. საბოლოოდ ბორჯღალოსნები 10:45 დამარცხდნენ.
ცნობისთვის, ბორჯღალოსნები მორიგ შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან