2019-09-13 15:14:21, 11542 ნახვა
Lifestyle
„სოხუმი 93“ - რუსეთში მოღვაწე ქორეოგრაფმა დემნა გვასალიას ქურთუკი ჩაიცვა
ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია Instagram-ზე რუსეთში მოღვაწე ქორეოგრაფის, სერგეი მიგელიევიჩის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც სურათიდან ირკვევა, ქორეოგრაფს Vetements-ის ქურთუკი აცვია, რომელზეც ქართველი მწერლების სახელები და მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებებიდან ამონარიდებია აღბეჭდილი.
ერთ-ერთი წარწერა, რომელსაც ქურთუკზე ვხედავთ „სოხუმი93“-ია.
შეგახსენებთ, მსგავსი პატრიოტული მოტივებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა არაერთი კოლექცია შექმნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,