2019-04-20 10:32:39, 2630 ნახვა
ევროპის ამბები
კახიძე: „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდა
„ქართული ოცნება" პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდა. ივანიშვილის კლანს უნდა ვეძახდეთ აწი ჩვენ იმ ჯგუფს, რომელიც სასამართლოს გააკონტროლებს. ეს არ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ეს არის ივანიშვილის კლანი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მორჩილ უმრავლესობას, თავის თავში მოიაზრებს მორჩილ სასამართლოს და მარიონეტულ მთავრობას. ეს ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით მზად არის საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისთვის, ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ახლა არის, რომ მოვბილიზდეთ მაქსიმალურად და ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან