12:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 13:05:08, 2216 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, - ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. 

ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics