14:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 13:37:10, 330 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში სოციალური მუშაკებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სამმართველოს სოციალური მუშაკებისთვის სამართალში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მედიაციის სახლში გაიმართა.

სემინარების ფარგლებში მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია სამართლიდან იმ მნიშვნელოვნაი საკითხების შესახებ, რომლებიც მათ  პრაქტიკულ საქმიანობაში სჭირდებათ. ასევე, გაეცნენ სამართლის ზოგად პრინციპებს, დარგებს და სისტემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისხლის სამართალს. სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილიდან გაეცნენ სისხლის სამართლის პრინციპებს, კოდექსის ზოგად ნაწილს, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებს, სასჯელებს და მათ დანიშვნას. სემინარების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პრაქტიკაში ხშირად ჩადენილი ცალკეული დანაშაულების შესახებ. სოციალური მუშაკები გაეცნენ სისხლის სამართლის პროცესიდან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან განაჩენის გამოტანამდე პროცედურებს და განაჩენის გასაჩივრების წესებს, სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებსა და პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, სოციალურ მუშაკებს, ტრენინგზე მიღებული ცოდნა, დაეხმარებათ უფრო ეფექტურად განახორციელონ პრაქტიკული საქმიანობა.

ტრენინგს უძღვებოდა იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი ლადო ჯავახიშვილი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. ტრენინგს დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20-მდე სოციალური მუშაკი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics