09:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 12:38:08, 337 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფელ სალიბაურში სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დღეს დილით ექვსი მოსწავლე შეუძლოდ გახდა.

„2015 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის 6 მოსწავლე შეუძლოდ დახვდა. ისინი მუცლის ჭვალის დიაგნოზით გადაყვანილ იქნენ ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კლინიკაში იმყოფება აჭარის აჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ხოლო ამ წუთებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითრების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე  სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სხვა ბავშვებს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics