12:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:51:13, 376 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გიგა აბულაძე ხელშეკრულებით დასაქმდება. 

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, გიგა აბულაძე სამინისტროს ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. 

დღეს, გიგა აბულაძე თავდაცვის სამინისტროში პირველად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ახალგაზრდა სამინისტროში მიიღო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მის ხედვას გაეცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გიგას გასულ კვირას, მარათონის ტიპის გარბენში „ერთად ვიმარჯვებთ“ ფარგლებში შეხვდა.

25 წლის გიგა აბულაძეს თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება უჭირს; თუმცა, ის აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხთან დაკავშირებით, გიგა არაერთი სტატიის ავტორია. დაინტერესებულია მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ბრენდინგის მიმართულებით. ამ თემაზე   გიგა ონლაინ ლექციებს რეგულარულად ისმენს და შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა სემინარს ესწრება. მოგვიანებით, მარკეტინგის კუთხით უმაღლესი განათლების მიღებასაც გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics