22:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:30:57, 455 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თსპ-ს მედდებს გლუკომეტრის აპარატებს და ტესტ-ჩხირებს გადასცემს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს - „სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გლუკომეტრის აპარატები და ტესტ-ჩხირები გადაეცემათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ თემის სამედიცინო პუნქტებისათვის გლუკომეტრის აპარატები გასულ წელსაც შეიძინა. მათივე ცნობით, წელს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო საშუალებას 100 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს და ამით დასრულდება ექიმამდელი სამედიცინო დაწესებულების გლუკომეტრის აპარატებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ის ყველა თსპ-ს გადაეცემა.

ცნობისთვის, „სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ყველწლიურად ახორცილებს. 2015 წელს, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 783 400 ლარით. პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით და მედდების ხელფასით უზრუნველყოფას. წელს, თემის სამედიცინო პუნქტებისათვის შეძენილ იქნა, 38 219 ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტი და 9 839 ლარის ღირებულების შესახვევი მასალა.

2014 წელს, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა 200 846 სოფლის მოსახლეს. პირველადი დახმარების მედიკამენტებზე გაიხარჯა 57 553 ლარი. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე გაიცა 677 383 ლარი.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 186 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, რომელშიც 230 მედდაა დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics