20:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 12:58:44, 326 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კომპეტენციები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კრიზისული სიტუაციებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

შსს-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics