|
2018-08-15 15:58:31, 1176 ნახვა
სხვადასხვა
თორნიკე ონიკაშვილი - ეს სპორტია და წარმატებული ვერ იქნები
„ეს ნამდვილად არ იყო სპორტსმენის წარმატებული გამოსვლა, რაშიც მაყურებელი კადრების ნახვის შემდეგაც დარწმუნდება, არსებობს წარუმატებელი წყალში ხტომა და არსებობს თორნიკე ონიკაშვილის ხტომა“, - ასე ეხმაურება ფრანგული სპორტული არხი „ევროსპორტი“ ქართველი წყალში მხტომელის, თორნიკე ონიკაშვილის წარუმატებელი ასპარეზს facebook-ზე. 17 წლის თორნიკე ონიკაშვილის განცხადებით, მისთვის დამამცირებელია „ევროსპორტის“ კომენტარი და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ შესაძლოა, ნებისმიერ სპორტსმენს დაემართოს. „ის ტექსტი, რომელიც „ევრო-სპორტმა“ დაურთო ამ ვიდეოს არის საკმაოდ უხეშად დაწერილი და ადამიანისთვის მოტივაციის დამგები, ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო, ბოლოს რომ ვნახე 60 000 ნახვა ჰქონდა აქვს ძალიან ბევრი გაზიარება და უმეტესად გაზიარებული არის ქართველი ხალხის მიერ, რომლებიც კომენტარებში უცენზურო სიტყვებს იყენებენ, ასე ვთქვათ, დამცინიან, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა სპორტსმენის ცხოვრებაში, როემლიც ყველას შეიძლება დაემართოს, ეს სპორტია და არ ხდება ისე, რომ ყოველთვის წარმატებული იქნები და ყველაფერი კარგად იქნება, როგორც დაგეგმილი გაქვს“, - აღნიშნა თორნიკე ონიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)