22:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:43:22, 305 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II დაბადების დღეს ულოცავს,

„თქვენო უდიდებულესობავ,

ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით.

ამ მნიშვნელოვან დღეს, მოხარული ვარ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი ქვეყნების პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics