15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 17:39:58, 484 ნახვა

საზოგადოება
ლომისაზე 20–მდე ადამიანი დაშავდა

ლომისობის დღესასწაულზე უამინდობის გამო 20–მდე ადამიანი დაშავდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ლომისას სალოცავთან ხანგრძლივი წვიმის გამო ნიადაგი დასველებულია და გადაადგილებაც გართულებულია. 

მათივე ინფორმაციით, 20–მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს: ფეხის მოტეხილობები, მყესის დაჭიმვა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არ არიან. 

ამასთან, სააგენტოს პრესსამსახურის თქმით, ლომისასთან 2 ბავშვი იყო დაკარგული, რომლებიც მაშველებმა იპოვეს და მშობლებს უვნებლად მიუყვანეს. 

„უამინდობის გამო ნიადაგი დასველებულია, რადგან დილიდან წვიმდა და ფეხის მიკიდება ჭირს. დაშავებულია 20–მდე ადამიანი, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს :ფეხის მოტეხილობა, მყესის დაჭივმა. დილიდან 45 მაშველი ადგილზეა მობილიზებული. ასევე დაკარგული იყო 2 ბავშვი, რომლებიც მაშველებმა იპოვეს და მშობლებს უვნებლად მიუყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics