12:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 14:11:35, 577 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი კაპანაძე: აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა, ბიუჯეტში კი მხოლოდ 332 მილიონია შესული

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის მინფორმაციით, აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.

აღნიშნულის ფონზე კი, კაპანაძის განმარტებით, ბიუჯეტში მიზერული თანხა - მხოლოდ 332 მილიონია შესული:

„ფაქტია, რომ ძალიან დაბალია მოსაკრებელი კაზინოებზე.მართალია, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამხელა ბრუნვის პირობებში აუცილებლად ამ ბიზნესმა გაცილებით მეტი უნდა გადაიხადოს. ფაქტობრივად უმნიშვნელოა ის გადასახადები, რომლებსაც იხდიან ონლაინ ზარტული თამაშები. ისეთ მიზერულ თანხებზეა საუბარი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ბიზნესი, რომელიც მაქსიმალურად იღებს თანხებს მოქალაქეებისგან და მიაქვს საკუთარ ჯიბეში. აზარტულ თამაშებში მოხვედრილი თანხები ფაქტობრივად მხოლოდ მიდის ამ კომპანიების მფლობელთა ჯიბეებში, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში რეგისტრირებული. ეს არის ბიზნესი, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკაში ვერ ქმნის ვერაფერს, გარდა იმ მცირე სამუშაო ძალისა, რომელიც დასაქმებულია. აქედან გამომდინარე, არაფრის თქმა და გაჩუმება ამ ბიზნესზე არის დანაშაულის ტოლფასი ხელისუფლების მხრიდან და იმედი მაქვს, ახალი პრემიერი გაამახვილებს ამაზე ყურადღებას“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი მიზერულ შემოსავლებს იღებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics