08:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:24:02, 347 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დამწვარი ტყის მასივის აღდგენილი ნაწილი დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის - „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა“   ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები  წარადგინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად, ბორჯომის ხეობაში  ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ გუსტაფ მიხელსონი და გაეროს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი იმყოფებოდნენ.

„2012 წლიდან დღემდე ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 80 ჰექტარზე. დაირგო 120 ათასზე მეტი ხის ნერგი, მათ შორის ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ნაძვი, ფიჭვი, მაჟალო, პანტა და მუხა. 60 ჰექტარის აღდგენა განხორციელდა ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ხოლო 20 ჰექტარის - ავსტრიის მთავრობის დახმარებით.   

1 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროგრამამ ასევე ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ბორჯომის რეგიონში, საფუძველი ჩაუყარა გარემოსდაცვით განათლებას სკოლებში. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით.

წაღვერში გაიხსნა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია. დაიწყო ეკო-სოფლის ელემენტების დანერგვა - ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების შემოღება, ბიო ფერმერობის გაცნობა. 

700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა - განახლდა წაღვერის პარკი, გაიხსნა ახალი ტურისტული მარშრუტები, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.     

2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ერთობლივმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ტყის საფარის აღდგენასა და ბორჯომის ხეობის ახალ განვითარებას, როგორც მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის რეგიონის“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics