18:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 10:18:11, 324 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს გურიის რეგიონს ეწვევა.

რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, მთავრობის მეთაური რეგიონში ახლად გახსნილ და მშენებარე საწარმოებს დაათვალიერებს. 10:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრება. კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც მაისის ბოლოს გაიხსნება, პრემიერი ანასეულში დაათვალიერებს, ხოლო გურიანთაში - ახლად გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას გაეცნობა.

დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა გურიის რაიონების გამგებლებთან.

14:00 საათზე კი, ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს. მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ ყველა რეგიონის პოტენციალი შეისწავლა, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში წარმოების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics