08:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 11:49:18, 594 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 39% –ის მოსაზრებით, საქართველო დემოკრატიულია

NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. 22% აცხადებს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო  მხოლოდ საზოგადოების  გარკვეული ნაწილისთვის არის  დემოკრატიული.13%-ის აზრით,  საქართველო შესაძლოა მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ  ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება. 3% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის და არც არასდროს იქნება. მხოლოდ გამოკითხულთა 1%-ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს. 2014 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 2015 წლის  აპრილის თვეში 2%-ით მეტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.

ქვეყნის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით "არ ვიცი"–ს მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უფრო დიდია. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics