16:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 18:22:11, 1254 ნახვა

სამხედრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფების სწავლება-შეფასება მიმდინარეობს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული.

 უწყების ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები წვრთნიან.

სწავლების დროს ქვედანაყოფები ისეთ უნარ-ჩვევებს იმაღლებენ, როგორიცაა ათეულის ტაქტიკური გადაადგილება, ჩასაფრება, თავდაცვის განხორციელება და მსუბუქი შეიარაღებით კონტაქტზე რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის წინამოსამზადებელი გეგმიური სწავლება-შეფასება, პირველი როტაციის ქვედანაყოფის ათეულების მზადყოფნის სტატუსის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics