02:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 18:26:28, 370 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი გამოიფინება

2 მაისს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინება.

ღონისძიება „ქუთაისობა 2015-ის“ ფარგლებში გაიმართება.  მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მესხიშვილის თეატრი და "არტ-ლიგა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომელიც საუკუნისწინანდელი ქუთაისშია გადაღებული, მათ შორის არის 1910-იან წლებში გამართული გვირილობის დღესასაწაულის ამსახველი ფოტო.

ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო  და კულტურის მოღვაწეებს იღებდა.

1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი.

გამოფენა პირველად გასულ წელს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. ქუთაისში საღარაძის კოლექციის ფოტოები პირველად გამოიფინება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics