2015-04-29 17:17:39, 322 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.
ცნობისთვის, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან