12:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 15:32:57, 883 ნახვა

სხვადასხვა
ელტონ ჯონი: ძალიან ვწუხვარ საქართველოში კონცერტების გადადების გამო, მაგრამ შეგხვდებით ძალიან მალე

ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო, - ამის შესახებ მომღერალმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა განაცხადა. ინფორმაციას Marshall Arts ავრცელებს.

როგორც მომღერალმა განაცხადა, ის საქართველოში ჩასვლას მოუთმენლად ელოდება.

"დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!“ - განაცხადა ელტონ ჯონი.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტი, რომელიც 16-17 სექტმბერს, Black Sea Arenaზე იყო დაგეგმილი, ერთი წლით გადაიდო. კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ცატარდება. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics