03:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 14:42:52, 611 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ გახსნა.

“საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის სფეროში სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას და, ამავდროულად, რისკების შემცირების ძირითად ინსტრუმენტს ადრეული გაფრთხილების სისტემების შემუშავება წარმოადგენს. აღნიშნული სისტემის გზით შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება და საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული ადამიანური, ფინანსური და მატერიალური ზარალის შემცირება. ასეთი ფორმატის კონფერენციები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიღწევები და გავიზიაროთ მათი წარმატებული გამოცდილება“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

შეხვედრას, საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ფრანგი, პოლონელი და ავსტრიელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის TAIEX-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics