20:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 14:58:19, 886 ნახვა

სხვადასხვა
ლიტერატურული კონკურსის – „მოდინახეს“ საფინალო დაჯილდოება 13 აგვისტოს სხვიტორში გაიმართება

13 აგვისტოს ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ მონაწილეებს საჩხერე, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია 14:30 საათზე დაიწყება.

როგორც „კვირას“ პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, საკონკურსოდ სულ 100-ზე მეტი ლექსი შევიდა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ წოწორიამ შეარჩია 10 ფინალური ლექსი. ეს 10 ლექსი შემდგომ გადაეგზავნა ჟიურის 7 წევრს დამოუკიდებლად, უგვარ-სახელოდ, რომლებმაც ლექსები შეაფასეს 10-ბალიანი სისტემით.

13 აგვისტოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცემათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.

„პროექტის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა გვიჭერს მხარს, მათ შორის არის ეროვნული ბიბლიოთეკა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც ათივე ფინალისტისთვის გამოყო სასაჩუქრე პაკეტები, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და ასევე არიან ფიზიკური პირებიც.

საფინალო დღეს გაიცემა სიმპათიის პრიზები, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ჭიათურის მაორიტარი დეპუტატი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სავარაუდოდ, საჩხერის თვითმმართველობა დააწესებს…

ასე რომ, „მოდინახე“ თავის ფინალისტებს და მეგობრებს 13 აგვისტოს ელოდება სხვიტორში. რათა ორგანიზებულად და გეგმის მიხედვით შევძლოთ კონკურსის ფინალის წარმართვა“, – აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა.

ფინალისტები არტტურის ფარგლებში მიწვეულნი არიან საჩხერეში ა. წერეთლის სახლ-მუზეუმს და დაათვალიერებენ ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებს.

ცნობისათვის: ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ 2014 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური სპონსორობით და ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივით დაარსდა.

კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე“ და მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics