15:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-06 15:40:20, 871 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს

 ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ მშვიდობისმყოფელს სამშობლოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთში მიაგეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშიდი კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე,  წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაიხადა.

უწყების ინფორმაციით, სამლოცველოდან დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი ბაგრამის აეროპორტში გადაასვენეს. 

თვითმფრინავში პატივით დასვენებამდე, აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური, ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური,  ორვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ტომსონი  და კოალიციური  ძალების წარმომადგენლები ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა.

 ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. 

იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) საკუთარი სურვილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. 

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. 

მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად, კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. 

მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა.

მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში “Rapid Trident 2013”.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics