|
2015-04-21 14:38:10, 458 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის უსახლკარო ბენეფიციარების კომისიამ მორიგი სხდომა ჩაატარა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკაროთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, მორიგი სამუშაო სხდომა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფმა კომისიის თავმჯდომარეს ედიშერ თოლორაიას ასაშენებელი სახლის ესკიზები და დეტალური მონაცემები წარუდგინა. მოხდა შეფასების კრიტერიუმების პროგრამის განხილვა. პროექტის თანახმად, აშენდება ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები. ერთოთახიანი სახლები აშენდება მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის, ხოლო სამოთახიანი სახლები სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახებისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი. „სოციალური სახლების მშენებლობა უნდა დაიწყოს და დასრულდეს 2015 წელს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 20 სახლი აშენდება. თითოეული ბენეფციარების განცხადება კომიისიის მიერ იქნება განხილული და ადგილზე შესწავლილი“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)