|
2015-04-21 11:17:33, 471 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სამშობიარო სახლში, 10 ყოფილ პატიმარ ქალს, უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება
ბათუმის სამშობიარო სახლში, დღეს, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა“ და ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი აქცია გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში 10 ყოფილ პატიმარ ქალს, ჩაუტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა და გაეწევა უფასო კონსულტაცია. კონსულტაციის შედეგად, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეიძენს და გადასცემს ყოფილ პატიმარ ქალებს. აქცია,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ’’ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების მხარდაჭერა’’ - ფარგლებში იმართება. აღნიშნულ პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის ნოემბრიდან ’’ევროკავშირის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას - იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)