03:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 14:33:40, 817 ნახვა

სამხედრო
წვევამდელებმა ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 99 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

თ%ავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ფიცის დადების ცერემონიალი უჯარმის ციხეზე გაიმართა.

დღეიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების ძალებში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

უწყების ცნობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა საბრძოლო მომზადება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს.

მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან.

აღსანიშნავია, რომ წვევამდელებმა 3 თვის განმავლობაში სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ.

გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

წვევამდელებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ საქრთველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

კურსის განმავლობაში გამოვლენილი უნარ-ჩვევებისთვის 41 სამხედრო მოსამსახურე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. მათ ჯილდო ფიზიკური ნორმატივების მაღალხარისხიანად ჩაბარებისთვის, საშტატო იარაღით სროლისას, დასკვნითი თეორიულ ტესტირებასა და სპორტული ღონისძიებების დროს მაღალი შედეგის მიღებისათვის გადაეცათ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics