00:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 11:22:13, 559 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ელექტრონული პროგრამა  - კონსოლიდირებული რეაგირების პორტალი შექმნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, პროგრამის დახმარებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია მთლიანად  ელექტრონული გახდება, გამარტივდება გარე უწყებებთან ურთიერთობა და კოლაბორაცია.

 „ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ორგანიზაციებს, რომლებსაც ელექტრონული სისტემა საერთოდ არ ჰქონდათ ან მათი სისტემები სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემებთან არ იყო ინტეგრირებული, ქონების გასხვისებასთან, პრივატიზაციასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით წერილებს ფოსტით უგზავნიდა. ფოსტითვე ხდებოდა მათთან კონსულტაციაც. ამას გარდა, ორგანიზაციისთვის ვალდებულების შესრულების ვადის დაწესება და მისი კონტროლი შეუძლებელი იყო, რაც გასხვისებას თუ პრივატიზაციის პროცესს  დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა.

 ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული პროცესი ავტომატიზებული გახდება. პორტალის დახმარებით, ნებისმიერ ადრესატთან წერილის ელექტრონულად გადაგზავნა  იქნება შესაძლებელი. ვადების დაწესება, უკვე დაწესებული ვადის გაზრდა და მისი შესრულების კონტროლი ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

 კონსოლიდირებული რეაგირების  პორტალს ელექტრონული ფოსტის მსგავსი, მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც სასურველი წერილის მოძებნისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების საშუალებასაც იძლევა. პორტალი  ელექტრონულ ფოსტასთან და SMS მომსახურებასთანაა ინტეგრირებული. წერილის მიღების, ვადის ამოწურვის თუ სხვა სიახლის შესახებ ინფორმაციას  მომხმარებელი  მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით იღებს.

 კონსოლიდირებული რეაგირების პორტალის კონცეფცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის მიერ შემუშავდა და დაინერგა. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, რამაც ამ სტრუქტურების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე გადასვლა, ეფექტური და წარმატებული მუშაობა განაპირობა“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics