22:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 16:55:39, 453 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მასშია

 „საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, ბედნიერია ის, ვინც მშვიდად მოუსმენს სხვას და კეთილ აზრს გაიზიარებს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა სირიაში, ეგვიპტესა და ერაყში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. დღესვე  პატრიარქმა ასირიელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

„ნუ იფიქრებთ იმას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ჩემშია, შეიძლება ჩვენზე უკეთესი აზრი გამოთქვას სხვამ.ამიტომ უნდა მოთმინებით მოუსმინოთ სხვებსაც და თუ კარგი აზრია, გაიზიაროთ ის აზრი. ასევე გეძლევათ ლოცვა კურთხევა,  რომ ილოცოთ იმ ხალხისთვის, რომელიც არის სირიაში, ერაყში ,ეგვიპტეში. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ღმერთმა მშვიდობა მისცეს მათ, ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს და ეს მტრობა, რომელიც არის მათ შორის, მშვიდობად გადააქციოს“,-ბრძანა პატრიარქმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics