22:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 14:21:40, 545 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ფოთში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა, პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ეს რიგით მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში შენდება. ზუგდიდის იუსტიციის სახლი 2014 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ის პირველი იუსტიციის სახლია, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ფუნქციონირებს და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას აძლევს, 200-ზე მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მრავალსაათიანი მგზავრობის გარეშე მიიღოს.

იუსტიციის სახლების მთავარი დანიშნულება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დღეისათვის 13 სერვისცენტრი, პრაქტიკულად, ყველა  დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლები კიდევ სამ ქალაქში − ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში − გაიხსნება, სერვისცენტრების მშენებლობა კი ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში  დაიწყება.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics