22:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 15:37:41, 627 ნახვა

საზოგადოება
შპს-ში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" სურსათის ეროვნული სააგენტომ ცხენის ხორცი აღმოაჩინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ცხენის ხორცი რესტორანში აღებული ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშშია იდენტიფიცირებული.

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სამართალდამცავ ორგანოებს  გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტომ ბიზნესოპერატორების მონიტორინგი 25 მარტს  განახორციელა.  ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები, ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics