17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 14:39:26, 694 ნახვა

საზოგადოება
საზედაო ასო „ვ“ - ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან

ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან - საზედაო ასო „ვ“ - ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.

ცნობილია, რომ ქართულ ხელნაწერებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გაფორმებას, თავსამკაულებს, კამარებს, საზედაო ასოებს. წინამდებარე ფრაგმენტზე საზედაო ასო „ვ“ წარმოდგენლია გველეშაპის სახით. გრაფემა ღია ფერის საღებავებითაა შესრულებული, მათ შორის ჭარბობს შესანიშნავი წითელი ფერი - სინგური, რომელიც ქართულ ხელნაწერებში საკმაოდ ხშირადაა გამოყენებული.

კონდაკი საეკლესიო წიგნია, რომელიც გრაგნილის ან კოდექსის ფორმისაა. ძველ ქართულში კონდაკი ნიშნავდა როგორც საეკლესიო წიგნს, ისე ხის ჯოხს, რომელზეც გრაგნილი იყო დახვეული. კონდაკი, ასევე, აღნიშნავს მცირე ზომის საგალობელს, რომელიც ღვთისმსახურებაში ჯერ კიდევ ადრებიზანტიური პერიოდიდან იკიდებს ფეხს.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics