2015-04-14 09:51:09, 317 ნახვა
საზოგადოება
კოტე თოლორდავას საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ
მსახიობ კოტე თოლორდავას საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ.
ცხედარს ექსპერტიზა მოსკოვში უკვე ჩაუტარდა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი გადმოსვენების შემდეგ გახდება ცნობილი.
ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობს კვირას დაკრძალავენ.
შეგახსნებეთ, კოტე თოლორდავა ორი დღის წინ მოსკოვში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მოსკოვში იგი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.
თოლორდავა თბილისში მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან