14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 15:07:50, 534 ნახვა

საზოგადოება
მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალმში, მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს.

იერუსალიმის მართლმადიებელი პატრიარქი თეოფილე მე–3 ტაძარში უფლის საფლავზე (კუვუკლიაში) 15:13 საათზე შევიდა, ცეცხლი კი 15:16 საათზე გადმოვიდა.

სანამ კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან მას მთელ ტაძარში სწრაფად მოატარებენ.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, სასიამოვნო და ასევე, მისი ღვთაებრივი ნიშანია, რომ გარდამოსვლიდან 10–15 წუთის მანძილზე ცეცხლი არ წვავს, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ეს უდიდესი სასწაული.

მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას უამრავი ჩვენი თანამემამულე ესწრება.უკვე 20 წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.

მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმინდა ცეცხლი სახლებში მიაბრძანონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics