14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 14:17:46, 1123 ნახვა

საზოგადოება
სააღმდგომო ტრადიციები საქართველოში

ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში  ქრისტეს  აღდგომას არცთუ  რადიკალურად განსხვავებულად აღნიშნავენ.
სააღმდგომო სადღესასწაულო სუფრაზე  უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია წითელი  კვერცხი, რომელიც ყველა მართლმადიდებლის სუფრას ამშვენებს, ამასთან მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, ბატკნის ხორცი,  ქადა,  პასკა, ხაჭაპური, შოთის პური, ლობიანი,  ყველი, მწნილი, ხილი, ტკბილეული და რა თქმა უნდა  წითელი ღვინო.
სააღმდგომო ტრადიციებს შორის  განსაკუთრებულად გამორჩეულია „ჭონა“, რომელიც თავისი არსით ძალიან ჰგავს საშობაო ალილოს.
აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელსაც „მეჭონეებს“ ეძახდნენ მთელ სოფელს ჩამოუვლიდნენ და სააღმდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდნენ, ოჯახის დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით და ხილით ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ნუგბარს კი მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.
საქართველოში  ძალიან ბევრმა იცის „ჭონის“ სააღმდგომო სიმღერა.
„ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა,
ქალო, კვერცხი გამოგვიტან ღმერთი მოგცემს ბარაქასა“.
აღმოსავლეთ  საქართველოში სააღმდგომო ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხებს აგორებდნენ.  მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ.
დასავლეთ საქართველოში  სააღმდგომოდ ყველისა და კვერცხის პურის კვერს აცხობდნენ. აღდგომა დღეს  ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, კვერებს , ღვინოს და ამ ყველაფრით დაილოცებოდა.
„ექსპრესნიუსი“   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics