16:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:14:22, 667 ნახვა

სამხედრო
დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ბრიტანელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, 25 ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ ბრიტანელი სამხედროების სურვილითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს.

ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics