14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 10:42:19, 566 ნახვა

საზოგადოება
აღდგომასთან დაკავშირებით, პენსიონერები აპრილის თვის პენსიას 12 რიცხვამდე აიღებენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და  ფინანსთა სამინისტროების შეთანხმებით და „ლიბერთი“ ბანკის მხარდაჭერით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას აიღებენ მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე.

მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხები გაიცემა ყოველი თვის 15-16 რიცხვში, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მხრიდან მიმდინარე წლის 7 აპრილს მომსახურე ბანკში (ლიბერთი) უკვე გადაირიცხა აღნიშნილი თანხები.

9 აპრილს, თანხა უკვე მიიღეს  იმ პენსიონერებმა, რომლებთაც პენსია ერიცხებათ პლასტიკურ ბარათებზე, ხოლო დღეს, 11 აპრილს, პენსიის აღება შესაძლებელია „ლიბერთი“ ბანკის ფილეალებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics