2015-04-09 15:22:30, 517 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ, ასევე გუბერნიის და გამგეობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ ხელკეტებითა და მძიმე ტექნიკით დაშალა მომიტინგე ახალგაზრდები, სადაც 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალებიც. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, საფუძვლად დაედო შემდგომში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან