2015-04-09 13:25:56, 471 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე: ვისურვებდი, რომ დანაშაულთან ბრძოლაში ყოველთვის პოლიცია იყოს გამარჯვებული
„ვისურვებდი, რომ დანაშაულთან ბრძოლაში ყოველთვის პოლიცია იყოს გამარჯვებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბექა მარგიშვილი არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს დააკლდა.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. ის არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ მთელს საქართველოს დააკლდა. ვისურვებდი, რომ ასეთი მსხვერპლი აღარ ყოფილიყოს და დანაშაულთან ბრძოლაში ყოველთვის პოლიცია იყოს გამარჯვებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან