11:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:56:42, 429 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძეს მადლობის სერტიფიკატი გადაეცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - მარიამ ჯაშმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

„მოხარული ვარ რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ რომ ძირითადად საჯარო მოხელეები  ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა.  ვფიქრობ რომ  დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიოდარობის ფონდში, რომელმაც 2014-15 წლის განმავლობაში  22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე  დააფინანსა.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამსრომლობას. ვფიქრობ,  ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება  თითოეული  ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები.   ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღესვე რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ფონდის ქველმოქმედებაში არიან ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics