2015-04-06 13:51:20, 707 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.
პრემიერი პოლიციელის ოჯახის წევრებს და ექიმებს გაესაუბრა.
„დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს სტაბილურად წარიმართება მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან