08:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 16:27:35, 525 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს განათლების და შრომის პირობები ჰქონდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ  ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს განათლებისა და შრომის პირობები ჰქონდეთ და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას ხელი შეეწყოს.

"ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. ყოველი ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს სრულად რეალიზების საშუალება მივცეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობდა და მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს უფრო მეტად აცნობიერებს ამგვარი სტერეოტიპების რღვევის აუცილებლობას, უფრო ცივილიზებულად უდგება ამ საკითხს და მორალურად ეხმარება მათ. მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ განათლებისა და შრომის პირობები და ხელი შეეწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, რამდენიმე თვეში სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics