2015-04-02 10:13:53, 367 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პარიზში კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც კლიმატის ცვლილების ახალ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულებას იღებს შეიმუშაოს დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებას გულისხმობს.
შეხვედრაზე 2030 წლისათვის ენერგეტიკის სექტორიდან „სათბურის გაზების“ მოსალოდნელი გაფრქვევის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვერდას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან