07:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:14:05, 716 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან წასულ ოფიცრებზე კომპენსაციები გასცა

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სამსახურის დატოვება ოფიცრებსაც მოუწიათ.

მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მომავალ წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ოფიცრების კვალიფიკაციის შემოწმებაზე, მათ შორის ფიზიკურ ტესტირებაზე.

იზორია ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, ოფიცრებმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

ამასთან, მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინიტრომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ოფიცრებზე კომპენსაციების გაცემას უკავშირდება.

"დაახლოებით გაიცა, 5 მილიონ 200 ათასი ლარის კომპენსაცია. მსურველი მეტი იყო, თუმცა ამ ეტაპზე შევაჩერეთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კარიერული ზრდის ხელშეწყობა", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია იანვრის ბოლომდე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics