03:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 02:11:13, 671 ნახვა

სხვადასხვა
მოსკოვში ნოვოდევიჩის მონასტერის დიდი სამრეკლო დაიწვა - ვიდეო

მოსკოვში ნოვოდევიჩის მონასტერი დიდი სამრეკლო დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სააგენტო "რიას" ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ათობით სახანძრო მანქანა და 200-მდე მეხანძრე. საერთო ჯამში დაიწვა ათას კვადრატულ მეტრზე მეტი. 

ნოვოდევიჩის მონასტერი მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდ. მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომლექსი. დაარსდა დიდი კნიაზი ვასილი III-ის მიერ 1524 წელს, რუსეთის მფლობელობაში სმოლენსკის მიწების დაბრუნების აღსანიშნავად. აქედან მომდინარეობს მონასტერის მეორე სახელი.

მოსკოვის სხვა მონასტერთაგან განსხვავებით ნოვოდევიჩის კომპლექსი ხელშეუხებელი დარჩა მე-17 საუკუნიდან. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა. 1922 წლიდან მუზეუმია (1934 წლიდან სახ. ისტორიული მუზეუმის ფილიალი). 1994 წლიდან მონასტერმა ისევე განაახლა მოქმედება. 2004 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics